2024 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის  153-ე მუხლში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვით ფიზიკური პირისთვის, რომელიც   არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში აქტივის რეალიზაციიდან იღებს ნამეტ შემოსავლს, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდად განისაზღვრა კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა.

ფიზიკური პირი ვალდებულია მიღებული ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია  და ამავე ვადაში გადაიხადოს საშემოსავლო გადასახდი.

აღნიშნული ცვლილებით განაპირობობებულია ცვლილება ,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში, რომელიც ასევე ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან.

კერძოდ ინსტრუქციის 332 მუხლის შემდეგ დაემატა 333 მუხლი და დანართი NII-042, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური პირის მიერ არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის ფორმას, მისი წარდგენის ვადას და შევსების წესს.