2023 წლის 10 ნოემბერს ცვლილება შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის #996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახედების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 252 მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს ეძლევა შესაძლებლობა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხველი ხე-ტყის ელექტრონულ ჟურნალში ნაშთის სახით და მოახდინოს მიწოდება/ტრანსპორტირება.
ცვლილების თანახმად, საგადსახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგედ გამოვლენილი აღურიცხველი საქონლის შემთხვევაში ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-20 სტრიქონში შესაძლებელია მიეთითოს საგადასახადო შემოწმების აქტი და სამართალდარღვევის ოქმი.
ცვლილების ამოქმედების თარიღია 2023 წლის 12 დეკემბერი.
ცვლილების სანახავად იხილეთ ბმული